ეს არის ეკლესიის ჭირი. არა ერთი მსგავსი ფაქტი ყოფილა. სამართალდამცავებისთვის ეს იყო, შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი კომპრომატი სასულიერო პირებზე, რომლებსაც იჭერდნენ, შემდეგ უშვებდნენ საპატრიარქოსტან შეთანხმებით. საპატრიარქოს როცა დასჭრდებოდა, ეხმარებოდა სახელმწიფო, სახელმწიფოს როცა დასჭრდებოდა, ეხმარებოდა საპატრიარქო. ხელი ხელს ბანს, ორივე-პირს. ეს არ არის პირველი [შემთხვევა, როდესაც სასულიერო პირი ნარკოტიკული საშუალების შენახვა-შეძენისთვის დააკავეს] ის ბერია, მაგრამ სასულიერო პირები მრავლად არიან. ისინი იმიტომ აძლევენ საკუთარ თავს უფლებას, რომ ხედავენ, ეკლესიის შიგნით უფრო დიდ ცოდვებს აქვს ადგილი- მამათმავლობას, ქურდობას, მრუშობას.
ბერის დაკავება
მამა ანდრია დაკავებულ ბერზე: თავს უფლებას აძლევენ, ხედავენ, ეკლესიაში უფრო დიდი ცოდვებია
tbl.ge/49co
დაკოპირდა
მამა ანდრია სარია ნარკოდანაშაულისთვის ბერის დაკავებას გამოეხმაურა. დღეს, 5 დეკემბერს, ათონის მთაზე მოღვაწე ბერი გიგა ქავთარაძე და კიდევ ერთი პირი დიდი ოდენობით ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.
ამავე თემაზე
- დეკანოზი ილია ჭიღლაძე: საჭიროა მთელი სამღვდელო და საბერო დასის ნარკოტესტირება
- "მამაოს თქმით, ჩანთა ნარკოტიკებით თავად გადასცა მეორე დაკავებულს" - ბერს გირაო შეეფარდა
- ნარკოტიკისთვის დაკავებული ბერად ზუგდიდის მიტროპოლიტმა აღკვეცა - რას ამბობს საპატრიარქო
- მეუფე გერასიმე ამბობს, რომ დაკავებული გიგა ქავთარაძე ბერად მან აღკვეცა, საპატრიარქო უარყოფს
- საპატრიარქო დაკავებულ ბერზე: ჩვენს ეკლესიაში არ მსახურობდა, ბერად აღიკვეცა ათონის მთაზე