თბილისის ზოოპარკი

თბილისის ზოოპარკს 13 ახალი ბინადარი შეემატა

თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo

თბილისის ზოოპარკს ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გადმოცემული 13 ახალი ბინადარი შეემატა.

ტალინის (ესტონეთი) ზოოპარკმა, თბილისის ზოოპარკს 12 აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი, ხოლო ნიკოლაევის (უკრაინა) ზოოპარკმა 1 დომბა აჩუქა. ცხოველებმა ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე დაიდეს ბინა.

აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვებმა და დომბა ახალ ზოოპარკში, კავკასიის ექსპოზიციის ნაწილში იცხოვრებენ. ჯერჯერობით უცნობია ახალი ზოოპარკის გახსნის თარიღი. მშენებლობა და ცხოველების გადაყვანა ეტაპობრივად მიმდინარეობს.

საწყის ეტაპზე კავკასიის ექსპოზიციის გახსნა იგეგმება, სადაც საქართველოში გავრცელებული სახეობები განთავსდებიან. ამჟამად ახალ ტერიტორიაზე უკვე გადაყვანილია დათვები, მგლები, ირმები, ნიამორები, ჯიხვები, ფოცხვერები და აფრიკული მოხატული ძაღლები, რომლებიც აფრიკის ექსპოზიციის პირველი ბინადრები არიან.

უახლოეს მომავალში ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე მტაცებელი ფრინველების ავიარიუმის მშენებლობა დაიწყება.

კომენტარები