ხატია ღოღობერიძე

ტაბულას ჟურნალისტმა, ხატია ღოღობერიძემ კატო მიქელაძის ჯილდო მიიღო

ტაბულას ჟურნალისტი, ხატია ღოღობერიძე 2019 წლის კატო მიქელაძის ჯილდოს მფლობელი გახდა.

ხატია ღოღობერიძის სტატიების ფოკუსში ხშირად ექცევა ქალთა პრობლემები, სექსუალური შევიწროება, ძალადობისა და დისკრიმინაციის ფაქტები და ადამიანის უფლებები.

ჯილდოზე წარდგენილი იყო 16 ქალი სხვადასხვა სფეროდან, რომელთა საქმიანობაც ქალების უფლებებს უკავშირდება.

წელს კატო მიქელაძის ჯილდო უკვე მეშვიდედ გაიცა. პრემიის თემა მოძრაობებს შორის თანამშრომლობა და თანაკვეთა იყო. ღონისძიება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში ჩატარდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, მათ შორის გაეროს მხარდაჭერით.

კომენტარები