ავღანეთი

აშრაფ ღანი: ავღანეთში ე.წ. ისლამური სახელმწიფო განადგურებულია

აშრაფ ღანი
Reuters

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ გამოაცხადა, რომ ქვეყნის უშიშროების ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება ე.წ. ისლამური სახელმწიფო სრულად გაანადგურეს.

"არავის სჯეროდა ერთი წლის წინ, რომ დღეს აქ ვიდგებოდით და ვიტყოდით, რომ დაეში განადგურდა. ახლა მათი მებრძოლები დანებდნენ და მე ვთხოვ პასუხისმგებელ პირებს მათ ოჯახებს ჰუმანურად მოექცნენ." თქვა მან.

ავღანეთის მთავრობის ინფორმაციით უკანასკნელი კვირების განმავლობაში მათ ტერორისტული დაჯგუფების 600-ზე მეტი მებრძოლი და მათი ოჯახის წევრები ჩაბარდნენ.

მათი თქმით დაკავებულ მებრძოლებს შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც არიან, მათ შორის პაკისტანიდან, ტაჯიკეთიდან, უზბეკეთიდან, ირანიდან, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და მალდივებიდან.

ოფიციალური პირების თქმით მათ დანებება ფინანსების და მორალის ნაკლებობამ და კოალიციურმა საჰაერო დარტყმებმა აიძულა.

ღანის განცხადება ეჭვქვეშ დააყენა თალიბანმა და მას აბსურდი უწოდა.

კომენტარები