ხანძარი მარტვილში

მარტვილში, სოფელ სალხინოს მიმდებარედ, ტყე იწვის

ES-Press

სოფელ სალხინოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხანძარი მთის ფერდობზე, ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

რთული რელიეფის გამო, ადგილზე ვერ ხერხდება სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა. მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

50-მდე მეხანძრე-მაშველი სოფელ სალხინოში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. ადგილზე იმყოფებიან სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენლებიც.

მიმდინარეობს დაკვამლიანებული კერების დამუშავება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

კომენტარები