ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავება

თალაკვაძე ბიუროზე: ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად გვჭირდება სიმშვიდე და ერთიანობა

მინდა გამოვეხმაურო სამაგალითო მამულიშვილის, პროფესიონალის და ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავების ფაქტს. სამწუხაროდ, ეს ადამიანი დააკავეს მაშინ, როცა ის განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეხმარებოდა.

ეს, რა თქმა უნდა, არის გაუგონარი ბოროტება და მით საოკუპაციო რეჟიმმა კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი სახე და კიდევ ერთხელ დაემიჯნა მთავარ ადამიანურ ღირებულებებს.

ხელისუფლება და ჩვენ, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს თავის ოჯახს, საზოგადოებას, თავის საქმეს და ახლა სწორედ მისი გათავისუფლებისთვის ჩვენ გვჭირდება სიმშვიდე და გვჭირდება ერთიანობა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს თანამოქალაქეებს, მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს, რომ ვინარჩუნებთ სიმშვიდეს და სახელმწიფო აგრძელებს ფუნქციონირებას, სახელმწიფოს არც ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არ იქნება შეფერხებული, საკანონმდებლო ორგანო გააგრძელებს თავის საქმიანობას და მათ შორის მთავრობასთან ერთად იქნება ამის გარანტორი

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ბიუროს სხდომაზე რუსი ოკუპანტების დაკავებული ექიმის შესახებ. ბიურის სხდომა პარლამენტში მას შემდეგ გაიმართა, რაც სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქცია წყლის ჭავლით დაშალა.

კომენტარები