არჩევნები 2020

კობახიძე: რიგგარეშე იქნება თუ არა, არჩევნებს ორივე შემთხვევაში დამაჯერებლად მოვიგებთ

პოლიტიკურ პარტიებს მოვუწოდებ, რომ მოემზადონ 2020 წლის საპარლამეტო არჩევნებისთვის. არჩევნები რიგგარეშე იქნება თუ არ იქნება რიგგარეშე, ჩატარდება ოქტომბერში, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენთვის შედეგის კუთხით პოლიტიკური მოცემულობა არსებითად არ იცვლება. ორივე შემთხვევაში არჩევნებს დამაჯერებლად მოვიგებთ. მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტად სპეკულაციურია მოთხოვნა, მათაც არ აწყობთ ასეთი რამ. ოპოზიცია ვერ შეჯერდა, რა მოთხოვნა უნდა დაეყენებინათ. ჯერ იყო საუბარი რიგგარეშე არჩევნებზე, რომელიც ჩვენთვის არაფერს არ ცვლის, ახლა საუბარია გერმანულ მოდელზე, რომელიც არ არის თავსებადი კონსტიტუციასთან.

თქვა ქართული ოცნების საპარლამენტო გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ.

კომენტარები