ლარის გაცვლითი კურსი

ლარი გაუფასურებას განაგრძობს — ერთი დოლარის ღირებულება 2.9723 ლარია

ეროვნული ბანკი

მას შემდეგ, რაც საპარლამენტო უმრავლესობამ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გაადასვლის კანონპროექტი ჩააგდო ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო დემონსტრაციები დაიწყო. როგორც ჩანს პოლიტიკურმა პროცესმა უარყოფითი გავლენა მოახდინა ეროვნული ვალუტის კურსზე. მეორე დღეა ლარი უფასურდება. 

დღეს ლარი დოლართან ერთ თეთრზე მეტით გაუფასურდა. ერთი დოლარის ღირებულებამ 2,9723 ლარი შეადგინა. ერთი ევროს ღირებულება 3,2779 ლარით განისაზღვრა. ლარი გაუფასურდა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაშიც. 

დღის ბოლომდე Bloomberg-ის სისტემაში ლარის შემდგომი გაუფასურება კვლავაც მოსალოდნელია. ლარის კურსი დავარდნილია კომერციულ ბანკებშიც. ამ დროისთვის თიბისი ბანკში ერთ დოლარი 3 ლარი ღირს. საქართველოს ბანკში იგივე მაჩვენელი 2,98 ლარია. 

დღეს ლარი კიდევ უფრო მიუახლოვდა ისტორიულ ანტირეკორდს, რომელიც 23 სექტემბერს დაამყარა. მაშინ ლარის ღირებულებამ 2,9808 ლარი შეადგინა. 

კომენტარები