ლარის გაცვლითი კურსი

20 მილიონი დოლარის გაყიდვის შემდეგ ლარი 0.4 თეთრით გამყარდა

კოლაჟი ტაბულა

საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი კურსით ლარი დოლართან მიმართებაში 0,041 თეთრით გამყარდა. 

ოფიციალური გაცვლითი კურსით ერთი დოლარის ღირებულებამ 2,9712 ლარი შეადგინა. გაცვლითი კურსის გამყარებას წინ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება უძღოდა. სებ-მა სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა. 

საშუალო შეწონილმა კურსმა 2.9699 ლარი შეადგინა. ლარი 0,033 თეთრით გამყარდა ევროსთან მიმართებაში. ერთი ევროს ღირებულებამ 3,2727 ლარი შეადგინა. 

მას შემდეგ, რაც ეროვნული ვალუტა ისტორიულ მინიმუმზე დავარდა სავალუტო აუქციონზე უწყებამ 40 მილიონი დოლარი. იქამდე კი პირველ აგვისტოს ეროვნულმა ბანკმა 32.8 მილიონი დოლარი გაყიდა.

ეს გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის ნაწილია. გარდა სავალუტო რეზერვებიდან დოლარის გაყიდვისა, უწყებამ სექტემბერსა და ოქტომბერში ჯამში სამჯერ გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი.

გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის მიზეზად ეროვნულ ბანკში ეროვნული ვალუტის გაუფასურებიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლას ასახელებენ.

კომენტარები