ლარის გაცვლითი კურსი

ლარი გაუფასურდა — ერთი დოლარის ღირებულება 2.9608 ლარია

ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ახალი კურსით ლარის გაცვლითი კურსი გაუფასურდა. ახალი კურსით ერთი დოლარის ღირებულება 2.9608 ლარია.

ლარი გაუფასურდა როგორც დოლართან, ასევე ევროსთან მიმართებაშიც. დოლართან მიმართებაში ლარი ნახევარით თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან დანაკლისი თითქმის ერთ თეთრს გაუტოლდა.  

ამ მაჩვენებლით ლარი ანტირეკორდს მიუახლოვდა. ლარის გაუფასურების რეკორდი მიმდინარე წლის 27 სექტემბერს დამყარდა, მაშინ ერთი დოლარის ღირებულებამ 2,9808 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წელს ლარმა ისტორიული ანტირეკორდი რამდენიმეჯერ განაახლა. ლარის გაუფასურების ტენდენცია შეიმჩნევა სავაჭრო სისტემებში და კომერციულ ბანკებშიც.

კომენტარები