NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
პროპორციული საარჩევნო სისტემა

არ გაბედო, არ ჩააგდო, გადაყვები - მოქალაქეების ფლეშმობი პარლამენტის გვერდზე

ხუთშაბათი, 14 ნოემბერი, 2019 - 12:48
tbl.ge/46ha
დაკოპირდა

პარლამენტის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე მოქალაქეები პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ პროექტის კენჭისყრის გაჭიანურებას ეხმაურებიან და დეპუტატებს მიმართავენ, რომ ცვლილებების ჩაგდება არ გაბედონ.

თავდაპირველად, მოქალაქეები ფეისბუქ გვერდზე, შეფასების ნაწილში წერდნენ #არგაბედო, #არჩააგდო, #გადაყვები, თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ გვერდზე შეფასების სისტემა გაითიშა. ამის გამო, იგივე შინაარსის მოთხოვნები უკვე კომენტარებში იწერება.

ფლეშმობი მოძრაობის "ქვეყნის სამსახურში" წარმომადგენლებმა დაგეგმეს და მას სხვა ადამიანებიც შეუერთდნენ.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მაჟორიტართა ნაწილი არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ეწინააღმდეგება. რამდენიმე დეპუტატმა თქვა, რომ ისინი ამ საკითხზე ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ, თუმცა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ მათი "გადარწმუნება ვერ შეძლო".

გუშინ, 13 ნოემბერს, "ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კენჭისყრა გადადო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართულ ოცნებაში ამ საკითხთან დაკავშირებით მსჯელობა იყო საჭირო. უმრავლესობის სხდომის შემდეგ კი ცნობილი გახდა, რომ ამ თემაზე თავისუფალი კენჭისყრა იქნება.

მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულ კანონპროექტს, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას გულისხმობს, 0%-იანი ბარიერით და ბლოკებად გაერთიანების აკრძალვით, პარლამენტი სამი დღეა, განიხილავს.მოწინააღმდეგეებს შორის არის არის დიმიტრი ხუნდაძე, რომელმაც თქვა, რომ კანონის "ჩასაგდებად ემზადებოდა". 

2020 წლის საპარალამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების დაპირება მმართველმა გუნდმა 24 ივნისს გასცა, მას შემდეგ, რაც 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მასშტაბური პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება იყო. 

საარჩევნო სისტემაპროპორციული საარჩევნო სისტემასირცხვილიაქვეყნის სამსახურშისაქართველოს პარლამენტი

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 10 თებერვალი, 2020 - 17:45ბურჯანაძე: ჩვენი ამოცანაა, მივიღოთ პროპორციულთან მაქსიმალურად მიახლოებული სისტემა
  • ოთხშაბათი, 29 იანვარი, 2020 - 17:59უგულავა: თალაკვაძემ აღიარა, რომ ხალხს თავიდანვე ატყუებდნენ, ეს გულწრფელი რეგვენობაა
  • ოთხშაბათი, 29 იანვარი, 2020 - 11:28თალაკვაძე: ჩავთვალეთ, რომ პროპორციული სისტემის შეთავაზებით სიტუაცია განიმუხტებოდა
  • სამშაბათი, 28 იანვარი, 2020 - 16:53ოხანაშვილი: ოპოზიციას აქვს ვიწრო პარტიული ინტერესი, რაც არ უნდა შევთავაზოთ არ დათანხმდებიან
  • სამშაბათი, 10 დეკემბერი, 2019 - 15:13ჩუგოშვილი ოცნებას: გაფრთხილებდით, რომ პროპორციულის ჩაგდება ნდობას სრულად გაანადგურებდა

კომენტარები

ბოლო სიახლეები

კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 - 23:57

კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება

მადიარი: სიიარტოს რუსეთთან შესაძლო კავშირების შესახებ გამოძიება მიმდინარეობს
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 - 22:07

მადიარი: სიიარტოს რუსეთთან შესაძლო კავშირების შესახებ გამოძიება მიმდინარეობს

ზელენსკი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე СБУ-ს ხელმძღვანელს წარადგენს
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 - 20:53

ზელენსკი თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე СБУ-ს ხელმძღვანელს წარადგენს

ბადიაურში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, დაიღუპა მძღოლი, დაშავდა 3 მგზავრი
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 - 20:29

ბადიაურში სამგზავრო ავტობუსი გადაბრუნდა, დაიღუპა მძღოლი, დაშავდა 3 მგზავრი

15 ქვეყანა, საიდანაც ივნისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა
ხუთშაბათი, 16 ივლისი, 2026 - 19:59

15 ქვეყანა, საიდანაც ივნისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

ყველაზე კითხვადი

როგორ ამოვიცნოთ რკინის დეფიციტი: სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და პრევენცია (რ)
1როგორ ამოვიცნოთ რკინის დეფიციტი: სიმპტომები, რისკ-ფაქტორები და პრევენცია (რ)
2მერიამ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების დახლები აიღო
3რა თქვეს რეჟიმის სატელიტებმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო სხდომაზე
4პესკოვმა ალიევის განცხადებას უკრაინის მხარდაჭერაზე "მცდარი" უწოდა
5იოსებ სიგუამ პროცესზე 2 ცრუ მოწმე წარმოადგინა, პოლიციის მაღალჩინოსნები – სოფიო სიგუა

ბოლო ვიდეო

"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა
ხუთშაბათი, 2 ივლისი, 2026 - 18:21"თუ საჭირო იქნება, ომში წავალთ" – პუტინისტი მამუკა ფიფია ვიდეოში რუსული დროშით გამოჩნდა

გირჩევთ

კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
კრიზისი ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში – უკრაინის "შორი რადიუსის სანქციების" შედეგები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში
✕
✕