იმ შემთხვევაში, როდესაც ეს პროცესი ბულინგის ხასიათს იღებს, პირდაპირ შემიძლია ვთქვა, როცა ყოველ წუთში მეძახიან, რომ ვარ გოშია და ვიღებ ამ გადაწყვეტილებას იმიტომ რომ რომელიღაც პოლიტიკური ძალა გავლენას ახდენს ჩემზე. არათუ საკუთარი, არამედ სხვა და შემდეგ ისე გამოდის რომ იძულებით, გარემოებიდან გამომდინარე ვიღებ გადაწყვეტილებას, ეს მაღიზიანებს ძალიან. ასე რომ მე ვსარგებლობ თავისუფალი მანდატით, ამიტომ ჩემს გადაწყვეტილებაში მე ვიქნები სრულიად თავისუფალი და ამ გადაწყვეტილებას დღეს გავაკეთებ სწორედაც პარლამენტში, კენჭისყრის შემთხვევაში. მაქვს გადაწყვეტილება მიღებული, რომ შევცვალო ინიციატორობა.
ქართული ოცნება
ლურსმანაშვილი: ძალიან მაღიზიანებს, როცა გოშიას მეძახიან და პროცესი ბულინგის ხასიათს იღებს
tbl.ge/46cn
დაკოპირდა

ქართული ოცნების დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი უმრავლესობის სხდომის დაწყებამდე. სხდომაზე განსახილველი მთავარი საკითხი პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნება, რომელსაც პარლამენტმა კენჭი გუშინ არ უყარა. 12 ნოემბრის სხდომაზე მაჟორიტარების ნაწილმა 2020 წლის არჩევნებისთვის მაჟორიტარული სისტემის გაუქმება გააკრიტიკა. ცნობისთვის, ენმ-ის წევრმა სალომე სამადაშვილმა საქართველოს პარლამენტში ქართული ოცნების დეპუტატებს "ივანიშვილის გოშიები" უწოდა.
კობა ლურსმანაშვილიქართული ოცნებაქართული ოცნების დეპუტატიუმრავლესობის სხდომაპროპორციული საარჩევნო სისტემა
ამავე თემაზე
- კირცხალია: ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს მათ ბინძურ სცენარებს
- წილოსანი: არავინ დაბულინგდება, რომ [ივანიშვილის] შექება მოგვერიდოს
- შემაშფოთებელია საქართველოს რუსეთის და ირანის მოკავშირედ წარმოჩენა – პაპუაშვილი ალიანსზე
- კობახიძე: ივანიშვილს ხალხის ნდობით საკუთარი პირადი ინტერესებისათვის არასოდეს უსარგებლია
- ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის როლი ფასდაუდებელია – კობახიძის ბრიფინგი




