სინოდის სხდომა

გიორგი ზვიადაძე: მეუფე პეტრეს არ აქვს უფლება არ დაემორჩილოს მოწოდებას

თუ მეუფე პეტრე არ დაემორჩილა ამ მოწოდებას, რა თქმა უნდა ეს იქნება ძალიან სამწუხარო, მას ამის უფლება არ აქვს, შემდგომ უკვე პატრიარქი წმინდა სინოდთა ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას. ამ სასჯელის მიზანი არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამ - შესაძლებელი გახდეს ადამიანმა, რომელიც ძალიან უხეშად არღვევდა საეკლესიო სამართლის ნორმებს, თავის საქციელი შეინანოს, გააცნობიეროს თავისი მდგომარეობა, გამოსწორდეს, შენდობა ითხოვოს.

პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ მეუფე პეტრეს შესახებ ისაუბრა. ცნობისთვის, გუშინ, პატრიარქმა არ დააკმაყოფილა მეუფე პეტრეს მოთხოვნა, მოსანანიებლად შიომღვიმეს მონასტრის ნაცვლად ინჩხურში გაეგზავნათ.

კომენტარები