The Grudge

ცნობილი ჰორორი ბრუნდება: ახალი The Grudge-ის თრეილერი გამოვიდა (VIDEO)

ტაბულა

რეჟისორ სემ რეიმის ჰორორის - The Grudge თრეილერი გამოვიდა. ავტორის თქმით, ეს არ იქნება 2004 წლის იმავე სახელწოდების ამერიკული საშინელებათა ფილმის გაგრძელება ან რიმეიქი. ახალი "წყევლა", 2002 წლის იაპონური ჰორორის სტილში იქნება გადაღებული. 

Ju-On 2002

ახალი ფილმის სიუჟეტის მიხედვით, ორი დეტექტივი საქმეს იძიებს ერთ სახლში, სადაც ქალმა მთელი თავისი ოჯახი მოკლა. გამოძიების პროცესში ისინი ხვდებიან, რომ სახლი დაწყევლილია, ხოლო ყველა ვინც იქ ნამყოფია სიკვდილისთვისაა განწირული.

ფილმი ეკრანებზე 2020 წელს გამოვა

კომენტარები