ნარკოდანაშაული

0,04 და 0,224 გრ. ბუპრენორფინის შენახვა/გასაღებისთვის ორ პირს 7 და 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

shutterstock

0,04 გრ. და 0,224 გრ. ბუპრენორფინს შენახვა/გასაღებისთვის ორ პირს 7 და 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო. 

გამოძიების ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ი.მ.-მ და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ქ.-მ წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად უკანონოდ შეიძინეს, შეინახეს და გაასაღეს 0,04 გრ. ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინი. ასევე დადგინდა, რომ მ.ქ.-მ უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 0,224 გრ. ბუპრენორფინს, რომლის ნაწილიც - 0.032 გრ. წინასწარი შეთანხმებით, ი.მ. -სთან ერთად უკანონოდ გაასაღა.

სამართალდამცველებმა მ.ქ. და ი.მ. 2019 წლის 6 თებერვალს დააკავეს, მათ ბრალდება ჯგუფის მიერ განსაკუტრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა - შენახვა - გასაღებისთვის წარედგინათ.

კომენტარები