მეტროს ახალი ვაგონები

კალაძე: მერია მეტროს 40 ვაგონს შეისყიდის, ახალი ვაგონები 3 წლის განმავლობაში უნდა მოგვაწოდონ

თბილისის მერის კახა კალაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტი თბილისის მეტროსთვის
40 ახალ ვაგონს შეისყიდის. კალაძე ამბობს, რომ მეტროში არსებული მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი არ არის.

მისივე ინფორმაციით, 60 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 40 ვაგონს მერია ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით შეისყიდის.

"ეს არის ოთხვაგონიანი ათი შემადგენლობა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს სპეციფიკაციებზე მუშაობა, რადგან ეს ჩვენთვის სიახლეა და მათი ექსპერტების ჩართულობით, ვადგენთ სატენდერო დოკუმენტაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს ვაგონების შესყიდვა. დაახლოებით, 60 მლნ დოლარი ჯდება ახალი ვაგონების შესყიდვა და ისინი სამი წლის განმავლობაში უნდა იქნეს მოწოდებული“, - თქვა კალაძე.

 

კომენტარები