ნიუ-იორკი

ნიუ-იორკში აზარტული თამაშების კლუბში სროლას ოთხი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

New Yourk Post

ნიუ-იორკში, ბრუკლინში, სროლისას 4 ადამიანი გარდაიცვალა, 5 კი დაშავდა. სროლა აზარტული თამაშების კლუბში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, სროლის ხმა დილის 7:00 საათზე გაიგეს. ადგილზე მისულ სამართალდამცავებს ოთხი მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.  

სროლისას მძიმედ დაშავებული 5 ადამიანი საავადმყოფოში არის გადაყვანილი. მომხდარზე პოლიციას ამ დრომდე არავინ დაუკავებია. 

სამართალდამცავების ინფორმაციით, კლუბში, სადაც სროლა მოხდა, აზარტულ თამაშებს არალეგალურად თამაშობდნენ.

კომენტარები