საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში

Apple-მა და Google-მა ჰონგ-კონგის პროტესტების თემაზე შექმნილი აპლიკაციები დაბლოკეს

AFP

ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Aplle-მა დაბლოკა აპლიკაცია, რომლის მეშვეობითაც ჰონგ-კონგელი დემონსტრანტები, პოლიციის გადაადგილების შესახებ გებულობდნენ. 

კომპანიის ცნობით, აპლიკაცია HK.map.live-ის შესახებ ბევრი საჩივარი დაგროვდა. მანამდე აპლიკაცია გააკრიტიკეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ოფიციალურ გაზეთში. ამის შემდეგ, Apple-ში განაცხადეს, რომ გამოძიების შედაგად დაადგინეს, რომ აპლიკაცია ჰონგ-კონგის მოსახლეობის და პოლიციელების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნიდა და მისი დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღეს. 

იგივე გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე აპლიკაციის მიმართ Google-მაც. კომპანიამ წაშალა თამაში, The Revolution of our Times, რომელიც ჰონგ-კონგში მიმდინარე პროტესტების თემაზე იყო აგებული. თამაშის მთავარი გმირი, მონაწილეობს პროტესტებში, ყიდულობს ახალ ეკიპირებას აქციებისთვის და ცდილობს არ აღმოჩნდეს სამართალდამცავების ხელში. 

თამაშის შემქმნელი, Spinner of Yarns-ის ფსევდონიმით არის ცნობილი. თამაშის შემქნელის თქმით, აპლიკაციიდან შემოსული თანხის 80% იმ დემონსტრანტების იურიდიულ დახმარებაზე უნდა დახარჯული, რომლებსაც ბოლო პერიოდში ქალაქის ხელისუფლება დევნის. 

Google-ში განაცხადეს, რომ კომპანიის პოლიტიკა კრძალავს თანამედროვე კონფლიქტებსა და ტრაგედიებზე კაპიტალიზაბეს და სწორედ ეს გახდა აპლიკაციას დაბლოკვის მიზეზიც. ამ განცხადების მიუხედავად, კომპანიაში გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მათ ჰონგ-კონგის პოლიციისგან საჩივარი მიიღეს.

ანალიტოკოსების აზრით, ტექნოლოგიური კომპანიები ერიდებიან, ჩინეთის ხელისუფლებასთან ურთიერთობის დაძაბვას, ამიტომაც როგორც წესი მათთვის ხელსაყრელ პოლიტიკას ატარებენ. 

საპროტესტო აქციები ჰონგ-კონგში ივნისში დაიწყო. დემონსტრანტები დამნაშავების კონტინენტურ ჩინეთზე ექსტრადიციის კანონპროექტს აპროტესტებდნენ. 15 ივლისს ჰონგ-კონგის ადმინისტრაციის მეთაურმა კერი ლემმა, ინიციატივის განხილვა შეაჩერა, ხოლო სექტემბრის დასაწყისში კი კანონპროექტი საერთოდ გამოიხმო. 

ამის მიუხედავად, ჰონგ-კონგში პროტესტები ამ დრომდე გრძელდება.

კომენტარები