ნობელის პრემია

ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში პეტერ ჰანდკესა და ოლგა ტოკარჩუკს მიენიჭა

ნობელის პრემიის კომიტეტმა ლიტერატურის დარგში გამარჯვებულები გამოავლინა. წელს კომიტეტმა ორი გამარჯვებული გამოაცხადა 2018 და 2019 წლის.

აკადემიის გადაწყვეტყვეტილებით, წლევანდელი პრემია ავსტრიელ მწერალ, პეტერ ჰანდკეს ერგო, ხოლო 2018 წლის პრემიის მფლობელი პოლონელ მწერალ ოლგა ტოკარჩუკს.

წინა წელს ნობელის კომიტეტმა უარი თქვა ლიტერატურის დარგში გამარჯვებულის დასახელებაზე. ამი მიზეზი კი კომიტეტის ერთ-ერთი წევრის კატარინა ფროსტერსონის მეუღლესთა, ფოტოგრაფ ჟან-კლოდ არნოს დაკავშირებული სკანდალი იყო.

როგორც გაირკვა არნო უცხო პირებს წინასწარ ატყობინებდა გამარჯვებულის ვინაობას. ამის გარდა 18 ქალმა არნო სექსუალურ ძალადობასა და შევიწროვებაში დაადანაშუალა.  

2017 წელს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, იაპონური წარმომავლობის ბრიტანელმა მწერალმა, კაძუო იშიგურომ მიიღო.

წინა დღეებში გამოვლინდა გამარჯვებულები ფიზიკისა და ქიმიის დარგში.

კომენტარები