NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ნაომი კემპბელი

"მე ან ყველაფერი ვარ ან არაფერი" - ნაომი კემპბელის ახალი ინტერვიუ და ფოტოსესია

სამშაბათი, 8 ოქტომბერი, 2019 - 19:01
ANNEMARIEKE VAN DRIMMELEN / WSJ
tbl.ge/42uj
დაკოპირდა
ANNEMARIEKE VAN DRIMMELEN / WSJ
ANNEMARIEKE VAN DRIMMELEN / WSJ
ANNEMARIEKE VAN DRIMMELEN / WSJ

49 წლის სუპერმოდელმა, ნაომი კემპბელმა The Wall Street Journal-თან ნარკოტიკებზე დამოკიდებულებაზე, ცხოვრებაზე, შესაძლებლობებსა და შავკანიან მოდელად ყოფნაზე ისაუბრა.

ნაომი კემპბელი სამხრეთ ლონდონში, სტრიტჰემში პროფესიონალურად მოცეკვავე დედამ გაზარდა. დედა 1950-იან წლებში იამაიკიდან წამოვიდა და დიდ ბრიტანეთში დასახლდა. დაბადების მოწმობაში ნაომი კემპბელის მამა მოხსენიებული არ არის, რადგან მან 4 თვის ორსული დედამისი მიატოვა და სუპერმოდელმა ის პირველად 41 წლის ასაკში ნახა.

"მე გადარჩენილი ვარ. არ მაქვს სუფთა ცხოვრება და თავს არც ვაჩვენებ, რომ ასე არ არის. პირველი ვიყავი, ვინც ვთქვი რომ დამოკიდებული იყო და ღმერთის ძალიან მადლიერი ვარ, რომ გამოსწორებადი დამოკიდებული და გამოსწორებადი ალკოჰოლიკი აღმოვჩნდი".



ფოტო: ANNEMARIEKE VAN DRIMMELEN / WSJ

ნაომი კემპბელს პირველი სამსახური 7 წლის ასაკში ჰქონდა, როდესაც ბობ მარლის სიმღერის "Is This Love"-ის კლიპში გამოჩნდა.

"კარგი რამ ჩემს შესახებ ის არის, რომ თქვენ მე მხედავთ და უცბად ვეღარ მხედავთ, მე ვჩნდები და ვქრები. რაღაც მხრივ, მოგზაურობამ ჩემი ცხოვრება გადაარჩინა - ძალიან ლიმიტირებული მაქვს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებმაც იციან რას ვაკეთებ და სად მივდივარ".

ნაომი კემპბელის სამოდელო კარიერა სწრაფად განვითარდა - 16 წლის ასაკში ის პირველად ჩავიდა ნიუ-იორკში, სადაც ლეგენდარულმა ფოტოგრაფმა სტივენ მეისელმა ამერიკული ვოგისთვის გადაიღო. ამის შემდეგ, 16 წლის ასაკშივე მან ბრიტანული ვოგის გარეკანი დაამშვენა, 1966 წლის შემდეგ ის პირველი შავკანიანი იყო, ვინც ეს შეძლო. შემდეგ კი, ის გახდა პირველი შავკანიანი მოდელი, რომელიც ფრანგული ვოგის გარეკანისთვის გადაიღეს.



ფოტო: ANNEMARIEKE VAN DRIMMELEN / WSJ

"ის საოცრად, საოცრად მორცხვი იყო. თუმცა, ის ადგა და საუკეთესოდ შეასრულა მოვალეობა, თითქოს ამას ათასობით წლის განმავლობაში აკეთებდა", - იხსნებს სტივენ მეისელი კემპბელთან გადაღებას.

მიუხედავად მისი სწრაფი წარმატებისა, ნაომი კემპბელს ბევრ ჟურნალთან და დიზაინერთან პრობლემა ექმნებოდა კანის ფერის გამო. მსგავსი ფაქტების შემდეგ, მას მხარი მისმა მეგობრებმა კრისტი ტორლინგტონმა და ლინდა ევანგელისტამ დაუჭირეს, რომლებმაც რამდენიმე მოდის სახლს, მათ შორის Dolce & Gabbana-ს უთხრეს, რომ თუ ისინი ჩვენებებში ნაომის არ გამოიყენებდნენ, ვერც მათ გამოიყენებდნენ.

"არ მინდა, რომ სხვადასხვა ნიშნით განსხვავებულმა მოდელებმა იმდენი ხანი იცადონ თანასწორობისთვის, რამდენიც მე მომიწია".

სუპერმოდელს ახლა მიზნად დასახული აქვს, რომ აფრიკაში მცხოვრები ხალხის ცხოვრება უკეთესი გახადოს. ის თვეში ერთხელ მაინც ჩადის აფრიკაში სხვადასხვა პროექტის განსახორიციელებლად. მისი თქმით, მას აღარ უნდა ესმოდეს სიტყვები "ღარიბი აფრიკა".

"მე ან ყველაფერი ვარ ან არაფერი. უბრალოდ, არ მიბიძგოთ არაფრისკენ".

ნაომი კემპბელისუპერმოდელიმოდაინტერვიუფოტოსესიაჟურნალიThe Wall Street Journal

ამავე თემაზე

  • პარასკევი, 27 სექტემბერი, 2024 - 18:26ნაომი კემპბელს საქველმოქმედო საქმიანობა 5 წლით აეკრძალა
  • სამშაბათი, 15 თებერვალი, 2022 - 15:57"ყველაფერს მისთვის ვაკეთებ" – ნაომი კემპბელმა VOGUE-თან დედობაზე ილაპარაკა
  • ორშაბათი, 27 აპრილი, 2020 - 13:19ნაომი კემპბელი: დღეში მხოლოდ ერთხელ ვჭამ, გამონაკლისი კვირა დღეა
  • ოთხშაბათი, 25 სექტემბერი, 2019 - 20:2448 წლის ნაომი კემპბელმა YVES SAINT LAURENT-ის ჩვენება დახურა - ვიდეო
  • ოთხშაბათი, 22 მაისი, 2019 - 17:30ნაომი კემპბელი 49 წლის გახდა - ლეგენდარული სუპერმოდელის ფოტოები

კომენტარები

ბოლო სიახლეები

Kyiv Independent: ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ რუსეთის მიმართ "უფრო თამამად" მოიქცეს
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 14:40

Kyiv Independent: ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ რუსეთის მიმართ "უფრო თამამად" მოიქცეს

ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 14:26

ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 13:50

უკრაინის იერიშების გამო რუსეთი საწვავის იმპორტსა და მის სუბსიდირებას განიხილავს

მაჭავარიანი: სტარმერი "დიფ სთეითის" მიერ იყო დაქირავებული, ბინძური საქმეები გააკეთებინეს
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 13:19

მაჭავარიანი: სტარმერი "დიფ სთეითის" მიერ იყო დაქირავებული, ბინძური საქმეები გააკეთებინეს

FOX-თან საუბარში ლატვიის დაზვერვის წყაროები რუსეთის შესაძლო საჰაერო იერიშზე ლაპარაკობენ
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 12:51

FOX-თან საუბარში ლატვიის დაზვერვის წყაროები რუსეთის შესაძლო საჰაერო იერიშზე ლაპარაკობენ

ყველაზე კითხვადი

მარნეულში მორწმუნეებმა ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერა შეასრულეს (VIDEO)
1მარნეულში მორწმუნეებმა ხამენეის პლაკატის წინაშე რელიგიური სიმღერა შეასრულეს (VIDEO)
2სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
3მგზავრი, რომელიც დიდუბის მეტროს ლიანდაგებში ჩავარდა, დაიღუპა
4რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური
5ეს არ იყო ჩუმად გაპარვა, პასპორტი ჩამორთმეული არ მქონდა – ია დარახველიძე

ბოლო ვიდეო

თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე – შსს
სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 10:54თბილისში კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოაჩინეს, დაკავებულია ყაზახეთის 2 მოქალაქე – შსს

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში