ჯეიმს ფრანკო

ორი ქალი ჯეიმს ფრანკოს ბრალს სექსუალურ შევიწროებაში სდებს

Hollywood Reporter

ორი ქალი, ტონი გაალი და სარა ტიტერ-კაპლანი, ჯეიმს ფრანკოსა და მის სამსახიობო სკოლას "Studio 4" სასამართლოში უჩივიან. ქალები ამტკიცებენ, რომ როდესაც ისინი სამსახიობო სკოლაში სწავლობდნენ, ჯეიმს ფრანკო და მისი კოლეგები მათ სექსუალური შინაარსის ვიდეოების ჩაწერას აიძულებდნენ. ასევე საკუთარ გავლენასა და პოზიციას ქალი სტუდენტების სექსუალური ჩაგვრისთვის იყენებდნენ და მათ კარიერულ წინსვლას ხელს უშლიდნენ. 

ფრანკომ სკოლა 2014 წელს გახსნა ნიუ იორკსა და ლოს ანჯელესში, თუმცა სასწავლებელი 2017 წელს დაიხურა. ორივე ქალი ამბობს, რომ კურსებში თვეში სამას დოლარს იხდიდნენ, თუმცა არსებობდა დამატებითი კურსები (დამატებით ფასად), რომელიც მოიცავდა მასტერ კლასებს სექსუალური სცენებისთვის. 

სასამართლოში შეტანილ სარჩელში წერია, რომ იმისთვის რომ გოგოები ამ მასტერ კლასებზე მოხვედრილიყვნენ, ისინი ქასთინგს გადიოდნენ, მათ ინტიმურ სცენებს ვიდეოზე იწერდნენ .ისინი ხელს აწერდნენ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ვიდეოზე თავიანთ უფლებებს თმობდნენ. ბრალდების მიხედვით, გამოუცდელ ქალებს აძალებდნენ კამერის წინ ისეთი რამის გაკეთებას, რაც კინოინდუსტრიის სტანდარტების საზღვრებს სცდება.

გაალმა განაცხადა, რომ მას გაკვეთილებზე დასწრება აეკრძალა მას შემდეგ, რაც ქასთინგზე გადაღებულ ვიდეოზე საკუთარი გულისტკივილი გამოხატა. კაპლანის თქმით, როდესაც ქასთინგის შემდეგ მას ფრანკოს ფილმში როლი მისცეს, ორგიის სცენის გადაღებისას, ფრანკომ, ორალური სექსის კადრებისთვის ქალების ვაგინებზე მიმაგრებული დამცავი პლასტიკური საფარი მოხსნა. ფილმი ჯერ არ გამოსულა. 

სარჩელის მიხედვით, დაზარალებულებს უნდა დაუბრუნდეს თანხა, ხოლო ყველა ვიდეო უნდა წაიშალოს. ასევე სხვა ქალებსაც უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეუერთდნენ ამ სარჩელს. 

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ფრანკოს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. #MeToo-ს კამპანიის დროს, 2018 წელს, კაპლანი იყო ის ადამიანი, რომელმაც ფრანკო სექსუალურ უსაქციელობაში დაადანაშაულა და არ თვლის რომ "ის საქმე" მოიგო. 

ჯეიმს ფრანკოს ადვოკატი დარწმუნებულია, რომ საქმე მათი წარმატებით დასრულდება. "ასეთი ბრალდებები უკვე არსებობდა,თუმცა ისინი არ დადასტურებულა." მისი თქმით ისინი არა თუ მოიგებენ ამ საქმეს, არამედ ორივე ქალს უჩივლებენ და მორალურ კომპენსაციას მოითხოვენ.

კომენტარები