NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში საპროტესტო აქცია ცრემლსადენი გაზით და წყლის ჭავლით დაარბიეს [ფოტოები]

სამშაბათი, 1 ოქტომბერი, 2019 - 14:12
tbl.ge/424h
დაკოპირდა
Reuters
Reuters
Reuters
EPA
The New York Times

ჩინეთში კომუნისტური პარტიის მმართველობის დამყარებიდან 70 წლისთავზე ჰონგ-კონგში საპროტესტო აქციები გრძელდება.

მომიტინგეები ამბობენ, რომ ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ რათა წლისთავზე კიდევ ერთხელ დააფიქსირონ მათი სწრაფვა დემოკრატიისადმი.

მიუხედავად უსაფრთხოების ზომების გაზრდისა ქალაქის ქუჩებში კვლავ ათასობით ადამიანი გამოვიდა. მათ გზები გადაკეტეს.

მოხდა პოლიციასთან დაპირისპირება.

დაშავდა 15 ადამიანი, მათგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აქვს. CNN-ის მიხედვით პოლიციაში წყარომ დაუდასტურა, რომ კაცს პოლიციამ ესროლა.

მომიტინგეებმა სამთავრობო შენობებთან მოტოლოვის კოქტეილები ისროლეს, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა.

პოლიციის თქმით 5 ადამიანი დააკავეს.

ანტისამთავრობო პროტესტის გამო ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა პირველ ოქტომბერს ტრადიციული ფეიერვერკის შოუ გადადო. ის ამჟამად პეკინში იმყოფება და საზეიმო ღონისძიებებს ესწრება.

პეკინში სამხედრო აღლუმი გაიმართა, რომელზეც ქვეყნის ლიდერი სი ძინპინი სიტყვით გამოვიდა. მან ჩინეთის მშვიდობიან განვითარებაზე ისაუბრა.

მან თქვა, რომ ჩინეთმა უნდა შეინარჩუნოს კეთილდღეობა და სტაბილურობა ჰონგ-კონგსა და მაკაოში, ხელი შეუწყოს ურთიერთობების მშვიდობიან განვითარებას თვითმმართველ ტაივანთან და ამასთანავე იბრძოლოს სრული გაერთიანებისათვის.

ჩინეთის დიქტატურა დაგმო ტაივანმა. ტაივანის მთავრობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ჩინეთი სამხედრო ექსპანსიისათვის მიზეზს ეძებს და საფრთხეს წარმოადგენს. ისინი აღლუმზე სი ძინპინის გამოსვლას გამოეხმაურნენ და თქვეს, რომ ტაივანი არასოდეს დათანხმდება "ერთი ქვეყანა, ორი სისტემის" მოდელს.

შეგახსენებთ, რომ ივნისში ჰონგ-კონგში პროდემოკრატიულ აქციები კონტინენტურ ჩინეთში ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევის მოთხოვნით დაიწყო და ქალაქში პეკინის გაზრდილი გავლენის პროტესტით გრძელდება. 

4 სექტემბერს ჰონგ-კონგის ლიდერმა კერი ლამმა ექსტრადიციის კანონპროექტის გაწვევა საჯაროდ დააანონსა.

თუმცა, ეს ჰონგ-კონგელი აქტივისტების ერთადერთი მოთხოვნა არ ყოფილა. "5 მთავარი მოთხოვნა, არც ერთით ნაკლები" - საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას მთავრობის ქმედებისა და პოლიციის ძალის გადამეტების შედეგად პროტესტი ექსტრადიციის საკითხს გაცდა და მომიტინგეებმა საბოლოოდ კიდევ 4 მთავარი მოთხოვნა დაამატეს - თავისუფალი არჩევნები; აქციაზე დაპატიმრებულების გათავისუფლება; პოლიციის ქმედებების დამოუკიდებელი გამოძიება და საპროტესტო აქციების აღწერის, როგორც "არეულობის", შეწყვეტა..

1997 წელს ბრიტანეთმა ტერიტორია ჩინეთს გადასცა "ერთი ქვეყნა, ორი სისტემის" პირობებით - ე.წ. ძირითადი კანონი, მინი კონსტიტუცია ჰონგ-კონგს განსაკუთრებულ ავტონომიას ანიჭებს, რაც კონტინენტური ჩინეთის კომუნისტური წყობისგან გამოხატვის თავისუფლებით, შეკრების თავისუფლებით, თავისუფალი მედიითა და ასევე დამოუკიდებელი სასამართლოთი განსხვავდება. ჰონგ-კონგს აქვს საკუთარი ეკონომიკური სისტემის მოდელი და საკუთარი ვალუტა. პეკინი კი მის საგარეო ურთიერთობებს, თავდაცვასა და ვიზის საკითხებს აკონტროლებს.

ძირითად კანონს ვადა 2047 წელს ეწურება. ამის შემდეგ ჰონგ-კონგის ავტონომიის ბედი, ჯერჯერობით, უცნობია.

ჰონგ-კონგისაპროტესტო აქციები ჰონგ-კონგშიჩინეთიკერი ლამი

ამავე თემაზე

  • ორშაბათი, 9 თებერვალი, 2026 - 13:27ჰონგკონგელ მედიამაგნატ ჯიმი ლაის 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
  • ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025 - 15:10ჰონგ-კონგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 55-მდე გაიზარდა
  • ხუთშაბათი, 27 ნოემბერი, 2025 - 00:35ჰონგ-კონგში გაჩენილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა
  • ოთხშაბათი, 26 ნოემბერი, 2025 - 17:41ჰონგ-კონგის ერთ-ერთ საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 13 პირი ემსხვერპლა
  • პარასკევი, 1 ივლისი, 2022 - 12:37სი ძინპინი: ჰონგ-კონგის "ერთი ქვეყანა, ორი სისტემა" ფორმულა არ უნდა შეიცვალოს

კომენტარები

ბოლო სიახლეები

ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 22:47

ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 22:04

PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 20:09

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს 120-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მხარდამჭერია BOG (რ)
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 19:36

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს 120-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მხარდამჭერია BOG (რ)

საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას (რ)
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 18:26

საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას (რ)

ყველაზე კითხვადი

ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
1ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
2Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
3ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია სასჯელისგან გათავისუფლდება
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
გიორგი ხობუა
საპატრიარქო კანდიდატობის კრიტერიუმები და ეპისკოპოსობა ეკლესიაში
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში