იაპონელი გულშემატკივრები საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მხარდასაჭერად მატჩს საქართველოს დროშებით ესწრებიან. 
იაპონიაში მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს, სადაც დღეს, 29 სექტემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ურუგვაის ნაკრები ანგარიშით 33-7 დაამარცხა. ქართველმა სპორტსმენებმა ისტორიაში პირველად მსოფლიო თასზე ბონუს ქულის მოპოვება შეძლეს. მატჩის საუკეთესო მოთამაშე ქართველი მორაგბე ოთარ გიორგაძე გახდა.
მომდევნო მატჩი 3 ოქტომბერს გაიმართება, საქართველოს ნაკრები ფიჯის დაუპირისპირდება.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



