ვარკეთილი

ვარკეთილში ერთ-ერთი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა

flickr

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.  

რიგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "ტაბულას" უთხრეს, არსებობდა კორპუსის ჩამონგრევის საფრთხე, ამიტომ, მეხანძრე-მაშველებმა კორპუსიდან 18 ოჯახი გამოიყვანეს. 2 ადამიანს დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო, ამიტომ მათ კორპუსის დატოვებაში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები დაეხმარნენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაშავებული არავინ არის. ადგილზე საპატრულო პოლიცია და სამედიცინო დახმარების ჯგუფია მობილიზებული. 

კომენტარები