ეკა ბესელია

ბესელია: მე მზად ვარ ყველაფრისთვის, მთავარია, შედეგი დადგეს

ყველას, აბსოლუტურად ყველას, იმის მიუხედავად, ვის მოვწონვარ და ვის არა - მთავარია, გაღელვებთ ჩვენი საერთო ქვეყნის მომავალი - მინდა გითხრათ პირდაპირ და ღიად - ეს ყველას ბრძოლაა.

ეს ყველას ეხება ან შეეხება ხვალ!

თუ სამართლის პოვნის იმედს და ფუნდამენტს წაართმევს ხელისუფლება ხალხს - წაართმევს ყველაფერს! დიახ, ეს ყველას საერთო საქმეა და ამ საერთო ბრძოლაში ზოგჯერ მარტოც და ზოგჯერ თანამოაზრეებთან ერთად, მე ჩემს წილ საბრძოლველს და საკეთებელს ვწირავ პირადს, ვწირაც სიმშვიდეს, ჯამრთელობას... ყველაფერს, რისი გაღებაც შემიძლია ისე, რომ არ ვითხოვ არაფერს! მხოლოდ ერთს გთხოვთ - თქვენც ნუ იქნებით გულგრილნი, ნუ შეეგუებით, ნუ შეგეშინდებათ, ნუ დაიხევთ უკან.

ეს სიმართლის და სიცრუის ბრძოლაა!
ეს სამართლიანობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლაა!
თქვენ ყველას გჭირდებათ გქონდეთ სამართლიანი სასამართლო და იმედი სამართლის პოვნის!
ეს ფუნდამენტია ყველა უფლების და თავისუფლების!

მე მხვდა წილად, გამევლო ურთულესი და უმიმესი გზა როგორც ქალს, როგორც დედას ამ ბრძოლის ველზე და არასოდეს მინანია და არ დამიხევია უკან!

არ ვაჭარბებ, ეს ზოგჯერ ადამიანურ ძალებსაც აღემატება, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი, რომ უნდა იბრძოლო სამართლიანობისთვის და სხვათა დასაცავად ბოლომდე!

ასეთი ვიყავი პატარა, ასეთი ვიყავი 17 წლის, როცა განათლების სისტემაში კორუფციულ სისტემას დავეჯახე და სისტემა შევცვალეთ ჩვენ, პატარა მებრძოლებმა და ასეთი ვარ დღეს - როცა დამაბრალეს ყველაფერი და იკადრეს უკადრებელი!!!

მე მზად ვარ ყველაფრისთვის, მთავარია, შედეგი დადგეს და არ მოხდეს სასამართლოს საბოლოო ოკუპაცია!!!

წერს ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატი ეკა ბესელია, რომელიც 26 სექტემბრის კომიტეტის სხდომაზე ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა. მიზეზი ვანო ზარდიაშვილის მხრიდან "ბესელიას მორალის" დაწუნება გახდა.

კომენტარები