ყველაფერში მაგრები ვართ, ქართველობის გარდა. მე, მგონია, იმ ე.წ. მამაკაცებს, ვინც დაუშვა ქვეყნის ვიცესპიკერი ქალბატონისა და ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს ასე შეურაცხყოფა, ვეცადო ახლა მათ უვარგისობაზე რამე ავუხსნა, დაახლოებით იგივეა, ახლა მე რომ კრამერს ავუხსნა, რომ დასავლური სნობიზმი და სუპრემატიზმი მცდარია და მას ვეცადო, რომ ქცევა ვასწავლო.
იმ საკონფერენციო ოთახში კი ერთადერთი კაცური კაცი მხოლოდ ირმა ინაშვილი აღმოჩნდა, რომელიც ცოტა ხანს ამ ჩვენს დედალკაცებს ელოდა, იქნებ გამომესარჩლონო და მერე თვითონვე მოიშორა მასზე ხელების მოთათუნე ინდაური. ეს იყო საოცრად სიმბოლური გამოვლინება ამ მონების ფსიქოლოგიისა, რომლებიც ჩვენ გვეძახიან მონებს და გაგრძელება იმ ცირკის სერიალისა, სადაც უკვე მოწიფული ასაკის ქართველმა დეპუტატმა ემზარ კვიციანმა დიდხანს უთმინა უკიდურესი პირდაპირი შეურაცხყოფა მასზე მიმხდარ ჯეელებს და მერე მთელი მათი დაფშტვენილი ახალგაზრდობა გაბერტყა მარტოდ მარტო და ეს ზრდასრული ახალგაზრდა მამაკაცოიდები მერე აწიკვინდნენ ბავშვებს რატომ გვიტყამთო.