პარლამენტში 2019 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები კანონპროექტი დარეგისტრირდა. 223 მილიონით იზრდება ხარჯვის ნაწილი და ჯამურად 13,3 მილიარდ ლარს უტოლდება.
იზრდება განათლების, ჯანდაცვის, იუსტიციის, სოფლის მეურნეობის, შსს-ს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები. ხარჯების ზრდა სამინისტროების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:
- განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო — 131 მილიონი ლარი, ჯამურად — 1.63 მილიარდი ლარი;
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო — 1.2 მილიონი ლარი, ჯამურად — 340 მილიონი ლარი;
- პრეზიდენტის ადმინისტრაცია — 2.2 მილიონი ლარი, ჯამურად — 8.2 მილიონი ლარი.
- საგარეო საქმეთა სამინისტრო — 7 მილიონი ლარი, ჯამურად — 143 მილიონი ლარი;
- შსს — 25 მილიონი ლარი, ჯამურად — 766 მილიონი ლარი;
- იუსტიციის სამინისტრო — 10 მილიონი ლარი, ჯამურად — 191.1 მილიონი ლარი;
ამავდროულად მცირდება, ეკონომიკის და თავდაცვის სამინისტროს ხარჯები. უცვლელი დარჩა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და 4.5%-ით განისაზღვრა.