არნოლდ შვარცენეგერი

არნოლდ შვარცენეგერმა სილვესტერ სტალონეს წარმატებები უსურვა და გაეხუმრა (ვიდეო)

არნოლდ შვარცენეგერმა გადაწყვიტა ძველ მეგობარს სილვესტერ სტალონეს, მის ახალ "რემბოსთან" დაკავშირებით წარმატებები უსურვოს. მსახიობმა ეს ორიგინალურად გააკეთა. 

შვარცენეგერმა,  სტალონეს მიერ ქველმოქმედებისთვის ხელმოწერილი დანა იპოვა, რომელზეც შემდეგი კომენტარი გააკეთა:

" წარმოუდგენელია, ამ დანას შეხედეთ. მაგრამ ეს დანა არ არის - აი ეს არის დანა (უფრო დიდ დანას იღებს) ჩვენ ის "Predator"- ის გადაღებისას გამოვიყენეთ. შენსაზე ცოტათი ურო დიდია მაგრამ არ იდარდო. თუმცა, მთელი სერიოზულობით გისურვებ წარმატებას - ამ კვირას ხომ შენი ახალი "რემბო" გამოდის. ჰიტად იქცევა, ყველას ჩახაზავ და საუკეთესო ხარ!"

ასევე შვარცენეგერმა გამოქვეყნებულ ვიდეოს წააწერა: " წარმატებები "რემბოს" ამ უქმეებზე. @officialslystallone აუცილებლად გიყიდი უფრო დიდ დანას როცა ჰიტად იქცევა!"

კომენტარები