საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, აგვისტოს ტურიზმის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციათ აგვისტოში ტურისტული ნაკადი 2,3%-ით გაიზარდა და 753 ათასი შეადგინა. ასევე გაზრდილი საერთოშორისო ვიზიტორების რაოდენობაც.
2019 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 6 320 516-ს მიაღწია, რაც გასულ წელთან შედარებით 7.2%-ით მეტია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობა კი შარშანდელთან შედარებით 6.7%-ით გაიზარდა 3 451 272-მდე.
ქვეყნების ათეული საიდანაც აგვისტოში ყველაზე მეტი ტურისტი შემოვიდა:
- აზერბაიჯანი — 226,133, მატება — 12,8%;
- რუსეთი — 207,899, კლება — 8,5%;
- სომხეთი — 191,817ნ, მატება — 4,5%;
- თურქეთი — 154, 834, მატება — 6,8%;
- უკრაინა — 28,562, მატება — 16,3%;
- ისრაელი — 24,344, მატება — 13,5%;
- საუდის არაბეთი — 21,570, მატება — 31,5%;
- ირანი — 17,075, კლება — 52%;
- ყაზახეთი — 16,107, მატება — 53%;
- ბელარუსი — 13,884, მატება — 5,3%.