საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ძიუდოში ფინეთის ქალაქ ვანტააში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.
ძიუდოს ფედერაციის ცნობით, ქართველმა ძიუდოისტებმა 6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ვაჟთა ნაკრების წევრებმა ყველა წონით კატეგორიაში, რომელშიც მონაწილეობდნენ, ოქროს მედლები მოიპოვეს.
ფინეთში ევროპის ჩემპიონები გახდნენ: გიორგი თუთაშვილი (-66კგ), ტატო გრიგალაშვილი (-81კგ), ლაშა ბექაური (-90კგ), ილია სულამანიძე (-100კგ) და გელა ზაალიშვილი (+100კგ). ერთი ოქროს მედალი საქართველოს გოგონათა ნაკრების წევრმა, ეთერ ლიპარტელიანმა მოიპოვა, რომელიც ქართული ძიუდოს ისტორიაში ახალგაზრდებს შორის პირველი ევროპის ჩემპიონი ქალი ძიუდოისტია.