საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებელი: ჩვენს სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა

პირველი არხი

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, "პირველი არხის" სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა. 

მათი ინფორმაციით, კიბერთავდასხმის შედეგად, დღეს მაუწყებლის ქსელში მოხდა ვირუსის გავრცელება, რამაც დაშიფრა და გაანადგურა საქართველოს პირველი არხის სერვერებზე არსებული მნიშვნელოვანი ფაილები.

"ამ დროისთვის მაუწყებლის სხვა სერვერებზე ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება მოხერხდა. ფაქტის შესახებ საქართველოს პირველმა არხმა უკვე აცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს",- აცხადებს "პირველი არხი".

როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 284 მუხლის 1-ლი ნაწილით და 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევასა და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს. უწყების ცნობით, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები