უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები

ბესელია: იმ მოსამართლეების უვადოდ არჩევა, რომლებიც სამართალს აბნელებდნენ, არ შეიძლება

მე ვაპირებ, გამოვიყენო ყველა სამართლებრივი და კონსტიტუციური მეთოდი, ამაზე უფრო ღირებული, რაც მე ამდენი წლის განმავლობაში ამ ქვეყნისთვის გამიკეთებია, არ მეგულება. იმიტომ, რომ მთავრობა შეიცვლება, ხელისუფლებაც შეიცვლება 2020 წელს, მაგრამ უვადოდ იმ მოსამართლეების არჩევა, ვინც სამართალს აბნელებდა, არ შეიძლება. 23 სექტემბრიდან, როდესაც განხილვები დაიწყება, ჩვენ მოვემზადებით და გაჩვენებთ კონკრეტულ საქმეებსა და ისტორიებს, რომ ჩვენი სამდურავი ვინმეს ახირება არ ეგონოს. ეს არის ინსტიტუციური ხედვა, რომ სამართლიანი სასამართლო ნიშნავს პატიოსან, მორალურად შეუბღალავ მოსამართლეს, რომელსაც წარსულსი სიმძიმე არ აქვს.

თქვა ეკა ბესელიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სიაზე ტვ პირველის ეთერში. ცნობისთვის, პარლამენტში მოსამართლეობის კანდიდატთა სიის კონსტიტუციასთან შესაბამისობის დასადგენად ჯგუფი შეიქმნა.

კომენტარები