ბრიტანეთის პარლამენტი

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ვადამდელი არჩევნების გამართვას მხარი კვლავ არ დაუჭირა

UK Parliament

დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ინიციატივას ვადამდელი არჩევნების შესახებ მხარი კვლავ არ დაუჭირა. ინიციატივის ავტორი პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი იყო.  

თემთა პალატის გადაწყვეტილების შემდეგ, კანონის მიხედვით, 31 ოქტომბრამდე დიდი ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნები არ დაინიშნება.  

დღეს, 10 სექტემბერს, ბრიტანეთის პარლამენტმა მუშაობა ხუთი კვირით, 14 ოქტომბრამდე შეაჩერა. ჯონსონის მოთხოვნა პარლამენტის მუშაობის შეჩერების შესახებ დედოფალმა ელისაბედ II-მ დააკმაყოფილა.

ცნობისთვის, ბორის ჯონსონის გეგმის თანახმად, მას პარლამენტის მუშაობის შეჩერება ხისტი ბრექსითის განხორციელებაში დაეხმარებოდა. თუმცა, გასულ კვირას 328 ხმით 301-ის წინააღმდეგ კანონმდებლებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტს, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას ხელს შეუშლის. 

მარცხის შემდეგ, ბორის ჯონსონი დიდ ბრიტანეთში ვადამდელი არჩევნების ჩატარებას ითხოვდა. მისი თქმით, ეს ბრექსითამდე მისასვლელი ერთადერთი იყო. პოლიციის საწვრთნელ ცენტრში სტუმრობისას ჯონსონმა თქვა, რომ ბრექსითის კიდევ ერთხელ გადადების ვერავითარ აზრს ვერ ხედავდა და ევროკავშირისთვის ამის თხოვნას "თხრილში სიკვდილი" ერჩივნა.

კომენტარები