დღეს ქართული ოცნება პრემიერმინისტრობის კანდიდატს დაასახელებს. პარალელურად პარტიის ოფისთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციების "სირცხვილია" ორგანიზატორები გიორგი გახარიას პრემიერად შესძლო დანიშვნას აპროტესტებენ.
"სირცხვილიას" მონაწილეები ასევე გეგმავენ, სირცხვილის დერეფნები მოუწყონ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში მივლენ - საშემოდგომო სესია სწორედ დღეს იხსნება.
მოქალაქეები შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომას 20 ივნისის აქციის დაშლის შემდეგ, უკვე 76-ე დღეა, ითხოვენ.
პრემიერის პოსტიდან მამუკა ბახტაძე გუშინ, 2 სექტემბერს გადადგა. მანამდე კი, რამდენიმე კვირაა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მის ადგილს სწორედ გიორგი გახარია დაიკავებს, შს მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნება. პრემიერის პოსტზე განიხილება მაია ცქიტიშვილის კანდიდატურაც.




