#spendyoursummeringeorgia

#SpendYourAutumninGeorgia - ფრედერიკ ბეგბედერი ხალხს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს - video

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ფრანგი მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსი ფრედერიკ ბეგბედერი ხალხს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებს.

"გაატარე შემოდგომა საქართველოში", ამ სიტყვებით ბეგბედერი #SpendYourSummerinGeorgia-ს კამპანიის გაგრძელებას უერთდება.

შეგახსენეთ, რომ კამპანია, გაატარე ზაფხული საქართველოში 22 ივნისს დაიწყო. ამის მიზეზი გახლდათ შემდეგი - 21 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. თუმცა უცნობია რა პერიოდს მოიცავს ეს დროებითი ზომა. 

ასევე, პუტინმა ხელისუფლებას დაავალა მიიღონ ზომები საქართველოში დროებით მყოფილი რუსეთის მოქალაქეების და მათი ბარგის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისთვის.

პუტინის ამ გადაწყვეტილების შემდეგ მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიწყო კამპანია, რომლის ფარგლებშიც ცნობილი ადამიანები თუ სახელმწიფო მოღვაწეები სხვა ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდებენ, რათა ქვეყანამ თავიდან აირიდოს რუსი ტურისტებით გამოწვეული დანაკლისი.

კომენტარები