ღაზას სექტორში პოლიციის ორ პუნქტს თავს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს თვითმკვლელი ტერორისტები დაესხნენ თავს.
თავდასხმის შედეგად დაიღუპა 3 პალესტინელი პოლიციელი. დაიჭრა რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე.
ტერორისტულმა დაჯგუფებამ თავდასხმა მას შემდეგ განახორციელა, რაც დაჯგუფება ჰამასმა, რომელიც ღაზას სექტორს აკონტროლებს, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან დაკავშირებული მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.
ერთ-ერთი ტერორისტი, რომელმაც თავი აიფეთქა წარსულში დაკავებული იყო.
თავდასხმების შემდეგ ღაზას სექტორში უსაფრთხოების ზომები გაამკაცრეს.