გოგუაძე წერეთელზე: აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ეს არავითარი სამართლებრივი პროცესი არაა

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ეს არავითარი სამართლებრივი პროცესი არ არის. ეს არის შეკერილი პროცესი ბიძინა ივანიშვილისადმი მორჩილი პროკურატურის მიერ და დიახ, სწორედ ტვ პირველის წინააღმდეგ მიმართული, თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ მიმართული, რომლისაც ასე ეშინია ბიძინა ივანიშვილს და რომლის შეზღუდვასაც ის რამდენი ხანია ცდილობს. თუ აქამდე ის რბილად, შენიღბულად და ფლიდურად მოქმედებდა, ისე რომ ადამიანებს ამ მოვლენებისათვის თავისი სახელი არ დაერქმია, ახლა ეს იმდენად აშკარაა მისი მოქმდება, რომ ძალიან უნდა გინდოდეს თავის მოტყუება, რომ იმ პროცესს, რომელიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში თავისი სახელი არ დაარქვა, ეს არის ტვ პირველის მფლობელის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესი, იმისთვის რომ ვატო წერეთელი მამით აშანტაჟონ და შეიცვალოს ტვ პირველის სარედაქციო პოლიტიკა.

თავისუფალი დემოკრატების წევრი ნინო გოგუაძე, ტვ პირველთან საუბრისას, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმის შესახებ, რომელსაც ბრალი რამდენიმე დღის წინ წაუყენეს თიბისი ბანკის საქმის ფარგლებში და მას ხაზარაძისა და ჯაფარიძისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავებიან. ავთანდილ წერეთელი ტვ პირველის მფლობელის ვატო წერეთლის მამაა.

კომენტარები