ბავშვის ვეგანურად კვება

მშობლებს ახალშობილის ვეგანურად კვებისთვის საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიესაჯათ

BBC.com

სიდნეიში, მშობლებს ახალშობილის ვეგანური დიეტით კვებისთვის 300-საათიანი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა მიესაჯათ.

წყვილი, რომელთა სახელებიც სასამართლო საქმის გამო არ სახელდება, დამნაშავედ 2018 წელს ცნეს ბავშვის არასაკმარისად მომარაგებისა და ამის გამო სერიოზული ზიანის გამოწვევის გამო. მათ სასამართლომ საბოლოო განაჩენი ხუთშაბათს გამოუტანა.

ბავშვს, რომელიც ახლა სამი წლის არის, 19 თვის ასაკში კვების უკმარისობა ჰქონდა, არ ჰქონდა ამოსული კბილები და გამოიყურებოდა, როგორც სამი თვის ბავშვი. მას ასევე გაუჩნდა პრევენცირებადი ძვლის დაავადება, რომელმაც მცირედი მოტეხილობები გამოიწვია და ამასთან ერთად ბავშვი არ იყო აცრილი.

მშობლები ახალშობილს ვეგანური დიეტით კვებავდნენ - შვრია, კარტოფილი, ტოფუ, პური, არაქისის კარაქი, ბრინჯის რძე და იშვიათად ხილი.

ახლა ბავშვი ქვინსლენდში სხვა ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა თერაპიისა და ფიზიოთერაპიის მეშვეობით, რომელსაც ის კვლავ გადის. ის, ასევე იღებს წამლებსა და სხვადასხვა დანამატებს, რათა ფიზიკურად და მენტალურად მისი მდგომარეობა გაუმჯობესდეს. ბავშვის ორი ძმაც ქვინსლენდში ცხოვრობს. ორივე ძმა ასევე აუცრელია, თუმცა მათ ჯანრმთელობის მდგომარეობაზე პრობლემა კვების გამო არ შექმნიათ.

ბავშვის მდგომარეობით სხვადასხვა პირები მას შემდეგ დაინტერესედნენ, რაც 2018 წელს საავადმყოფოში მოხვდა. ის 5 კილოგრამამდე იწონიდა, ტუჩები ლურჯი ჰქონდა, სისხლში გლუკოზისა და კალციუმის შემცველობა დაბალი და ასევე მოდუნებული ჰქონდა კუნთები. 

საავადმყოფოში მოხვედრის შემდეგ, ბავშვი ექიმებმა ნორმალურ კვებაზე გადაიყვანეს და მისმა ჯანრმთელობის მდგომარეობამ სწრაფად დაიწყო გაუმჯობესება.

კომენტარები