ლიტვა - საქართველო

ლინკევიჩიუსი საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე: რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ეს უკანონო ქმედებები

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი
Delfi

ლიტვის საგარეო საქმეტა მინისტრი ლინას ანტანას ლინკევიჩიუსმა თავის Twitter-ის გვერდზე საქართველოში საოკუპაციო ძალების მიერ საზღვრის გადმოწევას გამოეხმაურა და რუსეთს უკანონო ქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"შეშფოთებული ვარ სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზის გადმოწევის პროცესის განახლებით. პროცესი ცხინვალში რუსეთის მხარდაჭერილმა ე.წ. ხელისუფლებამ წამოიწყო, რაც უსაფრთხოების მდგომარეობას აუარესებს, ადამიანებს შორის კავშირს აფერხებს და მეტ არასტაბილურობას ქმნის. რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ეს უკანონო ქმედებები," - წერს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

რამდენიმე დღეა, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების და ძელების მონტაჟი განაახლეს. მათ საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც, ორი ოჯახის - რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. ომის დროს დაზიანებული სახლებიდან ნივთების გასატანად საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოჯახებს სამდღიანი ვადა მისცეს. 16 აგვისტოს, TBC ბანკის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ერთერთ ოჯახს ერთი თვის ვადაში ახალ სახლს აუშენებს.

კომენტარები