რუსული ოკუპაცია

ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს.

ინფორმაცია ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს. უწყების თქმით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"ჩვენი შეფასებით, ეს არის მორიგი უკანონო და უკიდურესად დესტრუქციული ქმედება. ცენტრალური ხელისუფლების მიერ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი მწვავედ იქნება დაყენებული"- აცხადებენ სუს-ში

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი 7 აგვისტოს განახლდა, თუმცა საღამოს შეჩერდა. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ ეს უკანონო სამუშაოები სამშვიდობო მოლაპარაკებებზე უარყოფითად აისახება.

კომენტარები