ბატონი ბიძინას დამსახურებაა ეს და მისი პირადი შეწევნა, რომ აწყურის ტაძარი შენდება. ბატონი ბიძინას დახმარებით კეთდება ბიეთის სამონასტრო კომპლექსი, კეთდება აგარების სამონასტრო კომპლექსი, თისელის სამონასტრო კომპლექსი. ძალიან ბევრი რამ კეთდება მარტო ჩვენს ეპარქიაში, იქეთ აღარ ჩამოვთვლი. აბასთუმანში კეთდება კიდევ ძალიან ბევრი რამ. დაიწყო დედათა მონასტრის დამწვარი სახლის რესტავრაცია და ძალიან ბევრი შენობის რესტავრაცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ აბასთუმანი გადაიქცევა მსოფლიოში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ცენტრად და მნიშვნელოვან კურორტად და თითოეული ჩვენგანისთვის, არამარტო აქ მცხოვრებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის ეს იქნება ძალიან განსაკუთრებული ადგილი
tbl.ge/3xgi
დაკოპირდა
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორე ქართული ოცნების თავმჯდომარე ტაძრის ამბიონზე აიყვანა და მრევლს ივანიშვილის მიერ გაკეთებულ საქმეებზე ესაუბრა.
ამავე თემაზე
- "მინდა გავიხსენო ნერუს სიტყვები" – თქვა თუ არა ნერუმ ივანიშვილის ნახსენები ციტატა
- ბილდტი: ივანიშვილის სიტყვები აჩვენებს, ის უძღვება EU-ს ღირებულებებთან გაუცხოებულ რეჟიმს
- ივანიშვილი: გლობალური ომის პარტია NATO-სა და ევროკავშირზე გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს
- ივანიშვილი: გლობალური ომის პარტიამ 2008 წელს საქართველო რუსეთს დააპირისპირა
- ივანიშვილი: 2012 წელს გარედან დანიშნული პოლიტიკოსების გასტუმრებით მისია შესრულებული მეგონა