ყაჩაღობა

საბჭოს მოედანზე საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს

flickr

თბილისში, საბჭოს მოედანზე, საქართველოს ბანკის ფილიალი დააყაჩაღეს.

როგორც ტაბულას შსს-ში უთხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისათვის მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. უწყების ცნობით, ამ ეტაპზე მომხდართან დაკავშირებით დაკავებული არავინაა.

გამოძიება სსკ-ის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

კომენტარები