ნარკოტიკების შეძენა-შენახვა

ქუთაისის აეროპორტში ბარგის დათვალიერებისას ნარკოტიკები და ფსიქოტროპული წამლები ამოიღეს

შემოსავლების სამსახური

ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"6 აგვისტოს ქუთაისის აეროპორტში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ნ.ზ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, 19 აბი ნარკოტიკული და 50 კაფსულა ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი გამოავლინეს", - აღნიშნავენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გადაეცა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს და 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები