ზურაბ ჭიაბერაშვილი

ჭიაბერაშვილი: მოსალოდნელია ფასების მატება კომუნალურ გადასახადებზე

ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა 5 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე ბოლოდროინდელ ფასების მატებაზე ისაუბრა. ჭიაბერაშვილის თქმით, ლარის ბოლოდროინდელი რყევების გამო, ახალი წლისთვის მოსალოდნელია ტარიფების ზრდა კომუნალურ გადასახადებზე.

საგანგაშოა, რომ მოსალოდნელი არის ფასების მატება კომუნალურ გადასახადებზე, იმიტომ ყოველთვის, როდესაც ლარის ასეთი რყევა გვაქვს, ბუნებრივია, სემეკი (საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია) იწყებს ფასების გადაანგარიშებას და სავარაუდოდ, დეკემბრისთვის, მთავრობა, შესაძლოა, ახალ წელს კვლავ “მოგვილოცავს” ტარიფების გაზრდით," - ამბობს ევროპული საქართველოს წევრი.

დღევანდელ ბრიფინგზე ჭიაბერაშვილმა საქსტატის ბოლოდროინდელი მონაცემები მიმოიხილა ინფლაციაზე. მისი თქმით, ფასების ზრდის მთავარი მიზეზი ქართული ოცნების მიერ გაზრდილი გადასახადები და შემოღებული რეგულაციებია. ჭიაბერაშვილი ვითარებიდან გამოსავალს დერეგულაციასა და გადასახადების დაწევაში ხედავს.

"გამოსავალი არის ბიზნესისთვის უკეთესი პირობების შექმნაში, რომ ბიზნესმა ფასები დაასტაბილუროს და სამუშაო ადგილები შექმნას. ამას მოიტანს გადასახადების დაწევა და ნაკლები რეგულაციები."

კომენტარები