სპორტი

ისტორიაში პირველად უეფას სუპერთასზე მთავარი მსაჯი ქალი იქნება

UEFA

უეფას ისტორიაში პირველად სუპერთასზე მთავარი მსაჯი ქალი იქნება. ინფორმაციას ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირი ავრცელებს.  

საფეხბურთო კლუბების, "ლივერპულისა" და "ჩელსის" შეხვედრაზე მსაჯი 35 წლის სტეფანი ფრაპარი იქნება.  

უეფას არბიტრთა აღმასრულებელი ოფიცრის, რობერტო როსეტის თქმით, ფრაპარი "სრულებით იმსახურებს", რომ მამაკაცთა შორის მსგავსი რანგის ტურნირზე მთავარი მსაჯი იყოს.  

"სტეფანი წლების განმავლობაში ამტკიცებდა, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესო ქალი მსაჯია არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოშიც," - თქვა როსეტიმ.  

ივლისის თვეში ფრაპარი მთავარი მსაჯი "ფიფას" ქალთა მსოფლიო თასის ფინალზე იყო. აპრილის თვეში კი ის გახდა პირველი ქალი მსაჯი ლიგა 1-ის ისტორიაში. 

უეფას სუპერთასი სტამბოლში 14 აგვისტოს, "ბეშიქთაშ პარკის" სტადიონზე გაიმართება.

კომენტარები