ჩვენნაირი ქვეყნების მიერ საკუთარი ვალუტის ქონა ეკონომიკის პროდუქტული სექტორებიდან არაპროდუქტულზე გადანაწილების ერთ-ერთი ინსტრუმენტია.
ზოგი მთავრობა ("ოცნება") გადანაწილებას აკეთებს უფრო მეტად (ხვნა-თესვის ვაუჩერი), ზოგი ("ვარდების რევოლუციის" ადმინისტრაცია) - ნაკლებად (20-20 ლიტრი დიზელი).
რომ არ იყოს ეროვნული ვალუტა, მთავრობა იძულებული იქნებოდა, ეხარჯა არა საკუთარი მადის, არამედ რეალური შემოსავლის მიხედვით, ანუ ყოფილიყო მომჭირნე და ყაირათიანი, ხოლო გადანაწილება მოეხდინა აუცილებელი დოზით (პენსია, სოციალური დახმარება, მიზნობრივი ბენეფიტები ჯანდაცვასა და განათლებაში).
რომ არ იყოს ეროვნული ვალუტა, გაგვიჭირდება ყაირათიანობის სწავლა (1-2 წელი), მაგრამ თუ მადა დავირეგულირეთ, გავიზრდებით ძალიან სწრაფად.
ჩვენ კი სწრაფად ზრდა გვინდა.
P.S. ამ იდეას ყოველთვის ეჭვის თვალით ვუყურებდი და ახლანდელი მდგომარეობა მაიძულებს, რადიკალურ და სწორ გამოსავალზე ვიფიქრო