NewsLongreads
NewsLongreadsარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
რუსეთი

პუტინი წყალქვეშა გემით დაცურავდა მაშინ, როდესაც მოსკოვში 1000-ზე მეტი ადამიანი დაიჭირეს

ორშაბათი, 29 ივლისი, 2019 - 14:35
Twitter/ Vladimer Putin
tbl.ge/3wcg
დაკოპირდა

27 ივლისს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბალტიის ზღვაში გოგლანის კუნძულთან წყალქვეშა ნავით დაცურავდა მაშინ, როდესაც დედაქალაქში 1000-ზე მეტი ადამიანი დაიჭირეს. 

ამის შესახებ ინფორმაციას ვლადიმერ პუტინის Twitter-ის ოფიციალური ვებგვერდიდან ვიგებთ. 

მან წყალქვეშა ნავი Sch-308 Syoga დაათვალიერა​, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჩაიძირა - "წყალქვეშ 50 მეტრის სიღრმეში მოგზაურობა, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა".

27 ივლისს მოსკოვში მერიის შენობასთან, სადაც სამართლიანი არჩევნების მოთხოვნით აქცია გაიმართა, სამართალდამცავებმა ოფიციალური მონაცემებით - 1074, ხოლო არაოფიციალური, "OVDInfo"-ს მონაცემებით 1373 ადამიანი დაიჭირეს. სამართალდამცველები ხელკეტებსა და ელექტროშოკერებს იყენებდნენ. პოლიციელები იმ ტელევიზიების სტუდიებშიც შევარდნენ, საიდანაც აქციის ტრანსლაცია ხდებოდა.

ქალაქის მერიასთან აქცია დღის 2 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ასობით სპეცრაზმმა კორდონი გააკეთა და მომიტინგეებს მერიასთან მისვლის საშუალება არ მისცა. მოგვიანებით მომიტინგეებმა კორდონი გაარღვიეს, რათა ქალაქის მერიასთან მისულიყვნენ, თუმცა პოლიცია მომიტინგეებს კვლავ აპატიმრებს.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ უბრალო გამვლელებიც კი, რომლებმაც აქციის გამართვის შესახებ არაფერი იცოდნენ, დაიჭირეს. ისინი გაჩხრიკეს და არ აუხსნეს, თუ რისთვის აკავებდნენ.

მომიტინგეები სკანდირებენ "სირცხვილია!"; "ყოველდღე!"; "რუსეთი პუტინის გარაშე!"; "ეს ჩვენი ქალაქია!"; "დაუშვი!"; "ჩვენ იარაღი არ გვაქვს." 

მოსკოვში ფართომასშტაბიანი აქციები 14 ივლისს დაიწყო. ათასობით მომიტინგე ქალაქის საკრებულოს არჩევნებზე ოპოზიციონერი კანდიდატების დარეგისტრირებასა და თავისუფალ, სამართლიან ადგილობრივ არჩევნებს ითხოვს. 

მომიტინგეები მოსკოვის საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას - ოპოზიციონერი კანდიდატებისთვის მოსკოვის ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებაზე უარის თქმას აპროტესტებენ.

ხელისუფლებამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის მუხლით გამოძიება დაიწყო. სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში მოწმედ დამოუკიდებელი ტელევიზიის "დოჟდის" მთავარი რედაქტორი ალექსანდრ პერეპელოვი დაკითხე

შემდეგი მიტინგი მოსკოვში 3 აგვისტოს, მომდევნო შაბათს დაიგეგმა. 

პუტინიაქცია მოსკოვშიმოსკოვირუსეთიდაუშვი

ამავე თემაზე

  • სამშაბათი, 23 ივნისი, 2026 - 22:03რუსეთის მთავარ ნავთობგადამამუშავებელ რეგიონში ბენზინის გაყიდვაზე შეზღუდვები დაწესდა
  • ოთხშაბათი, 17 ივნისი, 2026 - 13:08პეტერბურგში დააკავეს ილია ტრაბერი – ბიზნესმენი, რომელსაც პუტინის მეგობარს უწოდებდნენ
  • პარასკევი, 12 ივნისი, 2026 - 16:19რუსეთი ამბობს, რომ აშშ ტაილანდში რუსებზე "ნადირობს"
  • ოთხშაბათი, 10 ივნისი, 2026 - 00:15დაღესტანში "გაზპრომის" გაზსადენის მონაკვეთი აფეთქდა, გაჩნდა დიდი ხანძარი
  • სამშაბათი, 9 ივნისი, 2026 - 11:07მედია: რუსეთში დეველოპერებისთვის სამთავრობო VPN პროგრამის შექმნას განიხილავენ

კომენტარები

ბოლო სიახლეები

უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters
ხუთშაბათი, 25 ივნისი, 2026 - 00:40

უკრაინის იერიშის შედეგად, მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა 6 თვე ვერ იმუშავებს - Reuters

ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 22:47

ზელენსკი: ბელარუსში გაითიშა სისტემა, რომელიც უკრაინაზე იერიშების კორექტირებას ახდენდა

PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 22:04

PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 20:09

პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა - დროა

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს 120-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მხარდამჭერია BOG (რ)
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 19:36

მასწავლებლის ჯილდოს კონკურსს 120-ზე მეტი მონაწილე ჰყავს - პროექტის მხარდამჭერია BOG (რ)

ყველაზე კითხვადი

Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
1Meduza-ს წყარო თვლის, რომ კრემლში ოკუპირებული ცხინვალის შეერთებას ხელახლა განიხილავენ
2ბელარუსის ოპოზიციამ ზელენსკი გააფრთხილა, რომ ლუკაშენკოს ომში ჩართვის გეგმები აქვს
3ვინც 1-ელ ოქტომბრამდე განაცხადებს, რომ ფიქციურ ქორწინებაშია სასჯელისგან გათავისუფლდება
4ლავროვი იმუქრება, რომ საჭიროების შემთხვევაში ბელარუსს "მთელი ზომების კომპლექსით" დაიცავენ
5რუსეთმა შავ ზღვაში ოთხ სავაჭრო გემზე იერიში მიიტანა – დაიღუპა ერთი მეზღვაური

ბოლო ვიდეო

ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს
ოთხშაბათი, 24 ივნისი, 2026 - 11:37ნარკოდანაშაულის ბრალდებით ზუგდიდში უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში