HULU სერიალ The Handmaid’s Tale-ის მეოთხე სეზონსაც გადაიღებს. ამის შესახებ variety წერს.
მიუხედავად იმისა, რომ სერიალის მესამე სეზონი ჯერ არ დასრულებულა HULU-მ მეოთხე სეზონი მაინც დააანონსა.
ჯერჯერობით უცნობია სერიალის ახალი სეზონის გამოსვლის თარიღი.
"მხევლის წიგნი" ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალია, რომელმაც ემის 6 ჯილდო და ოქროს გლობუსიც მოიპოვა. ის მარგარეტ ეტვუდის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვითაა გადაღებული.