ბრიტანული Vogue

მეგან მარკლი ბრიტანული Vogues-ის სექტემბრის ნომრის რედაქტორია

CNN

სასექსის ჰერცოგინია, მეგან მარკლი ბრიტანული Vogue-ის სექტემბრის ნომრის მიწვეული რედაქტორია. ნომერს "Forces for change" ჰქვია და ის 2 აგვისტოდან გაიყიდება.   

მეგან მარკლი ნომერში კლიმატის ცვლილებაზე, ლგბტქ+ უფლებებზე, მენტალურ ჯანმრთელობასა და მიგრანტების კრიზისზე გაამახვილებს ყურადღებას. ნომერში სასექსის ჰერცოგინიასა და ამერიკის ყოფილი პირველი ლედის, მიშელ ობამას ინტერვიუები დაიბეჭდება.  

Vogue-ის ქავერზე მეგან მარკლის ფოტოს ვერ ვნახავთ - სასექსელ ჰერცოგინიას მიაჩნია, რომ ეს "ტრაბახი" იქნება. ქავერზე მარკლი 15 ქალს დაბეჭდავს, რომლებიც მისთვის შთაგონების წყაროდ იქცნენ. 

სამეფო ოჯახმა სოციალურ ქსელში ვიდეო გაავრცელა, რომელში ასახულია, თუ როგორ მუშაობდნენ სექტემბრის ნომრისთვის.  

Vogue-ის სექტემბრის ნომერს მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი მკითხველი ჰყავს. მეგან მარკლმა მასზე ორსულობის ბოლო თვეებისა და დედობის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში იმუშავა. ის პირველია, ვინც სექტემბრის ნომრის რედაქტორად მიიწვიეს. 

კომენტარები