რუსთავი 2-ის საქმე

დვალი: გვესახებოდა მეტი დემოკრატია, მაგრამ პირიქით - ებრძვიან თავისუფალ სიტყვას

ჩვენი ღრმა რწმენით ქვეყანა სულ სხვა მიმართულებით მიდის, და არა იქით, საითაც სასურველი იყო. ჩვენ გვინდოდა, გვესახებოდა, რომ იქნებოდა მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება, მეტი დასავლეთი, მეტი დასავლური ფასეულობა ქვეყანაში, სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავთ. სამაგიეროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქით, ხდება ბრძოლა თავისუფალ სიტყვასთან, ძლიერდება ეს ბრძოლა, ხდება ბრძოლა დასავლურ ფასეულობებთან და ჩვენ ეს ძალიან გვაშფოთებს.

ჩვენთვის ძალიან პრინციპულია. როცა მე, ჯარჯი და ეროსი ტელევიზიას ვაარსებდით, ძალიან მკაფიო ფასეულობები გვქონდა მაშინაც და დღესაც. ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის დასავლური ცილიზაცია, თავისუფალი საზოგადოებით, მდიდარი, დემორატიული, სამართლიანი სისტემით

რუსთავი 2-ის დამფუძნებელი დავით დვალი პარლამენტში, ოპოზიციონერ დეპუტატებთან შეხვედრისას.

კომენტარები